logo
ENG



ფორმულა: "ოცნების" პოლიტსაბჭოში ლაშა ნაცვლიშვილი და ვასილ მაღლაფერიძეც იქნებიან

11 იან 202117:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/11/tl63mbe8jbpf9v4.jpg

ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს წევრები სხვებთან ერთად ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ნაცვლიშვილიც იქნებიან. 

პოლიტსაბჭოს წევრები ასევე იქნებიან თეა წულუკიანი, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ეკატერინე ტიკარაძე, მამუკა მდინარაძე და სხვები, ჯამში 21 ადამიანი. 

ფორმულას ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს წევრი არ იქნება გია ვოლსკი, ასევე ილია ნაკაშიძე, რომელმაც ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა. 

გრიგოლ ლილუაშვილი ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია. 

ვასილ მაღლაფერიძე წლების განმავლობაში საზოადოებრივი მაუწყებლის დირექტორი იყო. მან ტელევიზია 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა და მიზეზად წინასაარჩევნო პერიოდში არხის მიუკერძოებლობასთან დაკაშირებული კითხვების თავიდან არიდება დაასახელა. 

ლაშა ნაცვლიშვილი კი ქართული ოცნების პიარსამსახურს ხელმძღვანელობს. 

ქართული ოცნების ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს. 

თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე დაინიშნება. 

ახალ თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს ახალ შემადგებლობას ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის დატოვების გამო ირჩევს. ივანიშვილმა დღეს, 11 იანვარს ღია წერილი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ტოვებს როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს, ისე მთლიანად პარტიას. 


close დახურვა